რელიეფური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რელიეფური რუკა – (plastic relief map), ადგილის რელიეფის ტრადიციული სამგანზომილებიანი გამოსახულება. თვალსაჩინოებისათვის ვერტიკალურ მასშტაბს რამდენჯერმე ადიდებენ ჰორიზონტულ მასშტაბთან შედარებით. რელიეფს ფერავენ ჰიფსომეტრიული სკალის მიხედვით. მზადდება პაპიე-მაშეს, თაბაშირის და სხვა მასალისგან
მზადდება მასშტაბით 1:500000 და 1:1000000, ცალკეულ რაიონებზე – 1:200000. რელიეფის წარმოსახვის მეტი თვალსაჩინოებისათვის ვერტიკალურ მასშტაბს ყოველთვის ჰორიზონტალურზე უფრო მსხვილს იღებენ.