რეჟანი გაბრიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გაბრიელ რეჟანი – (ფრანგ. Réjane ნამდვილი გვარი გაბრიელ შარლოტა რეჟიუ, 1856-1920), ფრანგი მსახიობი ქალი.
დაიბადა მსახიობის ოჯახში. პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1875 წ. შედგა მისი დებიუტი თეატრში „ვოდევილი“ (პარიზი). იმუშავა თეატრებში „ვარიეტე“, „ამბიგიუ კომიკ“, „ოდეონი“, „გეტე“, „ჟიმნაზ“ (და სხვ.). 1905 წელს შეიძინა თეატრის შენობა, რომელიც მუშაობდა მისი ხელმძღვანელობით და ერქვა რეჟანის თეატრი. ამ თეატრის რეპერტუარის საფუძველი იყო დ. ნიკომედის, ა. ბერნსტეინის, ა. ბატაიას „სალონური“ პიესები. რეჟანი გამოირჩეოდა შესრულების უშუალოებით, დახვეწილი გრაციით, ფილიგრანული ოსტატობით.