რესტრიქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რესტრიქცია – (restriction, ლათ. restrictio შეზღუდვა)
1. მონოპოლიების მიერ საქონლის წარმოების, გაყიდვისა და ექსპორტის შეზღუდვა ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით;
2. ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გასაცემი კრედიტების შეზღუდვა, რაც იწვევს სამრეწველო და სავაჭრო საწარმოების კრედიტების საერთო შემცირებას, წარმოების შეკვეცას ან მისი ზრდის ტემპების დაცემას.