რესურსების წრებრუნვის მოდელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რესურსების წრებრუნვის მოდელი - (The circular - flow model), ეკონომიკის ვიზუალური მოდელი, მაკროეკონომიკური წრებრუნვის მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, როგორ მოძრაობს რესურსების ნაკადი შინამეურნეობებსა და ფირმებს შორის სხვადასხვა ბაზრის (რესურსების, საქონლის, მომსახურების) გავლით. სხვაგვარად, მას საქმიანი აქტიურობის ჩაკეტილი წრიული ნაკადის მოდელს უწოდებენ.