რეციპროკული როლების თეორია
რეციპროკული როლების თეორია - მაშინ შეიქმნა, როდესაც მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის სამკურნალოდ დაიწყეს კოგნიტურ-ანალიტიკური თეორიის გამოყენება. რაილი თვლიდა, რომ ადამიანებს ბავშვობიდან უყალიბდებათ სოციალური როლების შინაგანი „ნიმუშები”, რომლებიც მოიცავს საკუთარ როლს, მეორე ადამიანის როლს და ურთიერთობის პარადიგმას. ასეთი როლებია მასწავლებელი და მოსწავლე, მდევარი და დევნილი, მოძალადე და ძალადობის მსხვერპლი. როდესაც ერთი ადამიანი იღებს ერთ-ერთ რეციპროკულ როლს, მეორე ადამიანი იმყოფება მეორე როლის აღების ზეწოლის ქვეშ. რაილის მიხედვით, ეს როლები ანომალიურია, რაც შემდეგში გამოიხატება:
- ადამიანის როლების რეპერტუარი იზღუდება ან დეფორმირდება;
- ადვილად ვერ ხერხდება ერთი როლიდან მეორეზე გადასვლა;
- როლები ხისტი ხდება და რთულდება მათი მორგება ახალი სიტუაციების მიმართ.
ამ დროს მნიშვნელოვანია საყრდენების გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მხარდაჭერა სჭირდება. მას მხოლოდ იმ ხარისხით უწევენ მხარდაჭერას, რა ხარისხითაც ეს დაეხმარება პრობლემის გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მიგნებაში. გამოყენებული პროცედურა მოქნილი უნდა იყოს და შეესაბამებოდეს თითოეული პაციენტის მოთხოვნილებებს.