რთული პროცენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რთული პროცენტი - (compound, complex interest), პროცენტულ შემოსავალზე დარიცხული პროცენტი. ამ შემთხვევაში პროცენტის განაკვეთი გაიანგარიშება იმ თანხიდან, რომელიც მოიცავდა ადრე დარიცხულ პროცენტს. მაგ., თუ ინვესტიციებმა შეადგინა 1, ხოლო პროცენტის განაკვეთი r-ის ტოლია, მაშინ ერთი წლის გასვლის შემდეგ თანხა იქნება(1 x r). თუ მიღებული პროცენტი ამოგებული იქნება, მაშინ დარჩება 1, რომელიც შემდეგ წელს ისევ მოიტანს r პროცენტს, მაგრამ თუ დარჩება (1 + r), მაშინ ეს თანხა მომდევნო წელს მოიტანს (1 + r) x r პროცენტს. მეორე წლის ბოლოს თანხა იქნება (1 + r) + (1 + r) x r.