რინოფარინგიტი ბავშვებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რინოფარინგიტი ბავშვებში — ბავშვთა რინოფარინგიტი (6 თვიდან 7-8 წლამდე) ხშირი და ადვილად გამოსავლენი პათოლოგიაა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ცხვირის და ხახის შეშუპება. როგორც წესი, მისი პროგნოზი დადებითია და გართულების გარეშე, სპონტანურად იკურნება.

ამ დაავადების ეტიოლოგია აშკარაა. ეს არის შესუნთქული ჰაერის აგრესიულ აგენტებთან (ვირუსები, ბაქტერიები, მტვერი და სხვა) ხშირი კონტაქტი.

როგორც ცნობილია, დედის ანტისხეულები ბავშვს პირველი 4-5 თვის მანძილზე იცავს და შემდეგ პატარა უკვე საკუთარი ძალებით უმკლავდება ყოველ ახალ არგესიას, იქნება ეს ვირუსული თუ ბაქტერიული. ეს, რასაკვირველია, იწვევს ორგანიზმის მხრიდან მწვავე რეაქციას, რაც რინოფარინგიტში გამოიხატება.

ყოველი ეპიზოდი პატარას ორგანიზმს უფრო ძლიერს ხდის ამ აგრესიული აგენტების წინააღმდეგ. Waldeyer-ის რგოლის მეშვეო-ბით (ადენოიდური, ხახის, სასის და ენის ძირის ტონზილების ლიმფოიდური ქსოვილის ერთობლიობა), ორგანიზმი ანტისხეულების სინთეზს ახორციელებს და აშენებს იმუნურ ბარიერს. ეს სინთეზი 7-8 წლამდე მიმდინარეობს. შემდეგ, რინოფარინგიტების სიხშირე მცირდება და ეს პროცესიც სუსტდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რინოფარინგიტები არის ორგანიზმის ჩვეული და საჭირო რეაქცია იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად. პათოლოგიურად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ეპიზოდები, რომლებიც ხდება დიდი სიხშირით (5-მდე წელიწადში) ან ამ რეაქციის გართულებული შემთხვევა.

სარჩევი

ეტიოლოგია

რინოფარინგიტი იწყება ვირუსების გამო, მუკო-ცილიარული ფუნქციონირების მოშლით. ფიზიოლოგიურად, ამ ფუნქციით ლორწოვანი გარსი იჭერს და შემდეგ ანეიტრალებს აგრესიულ უცხო აგენტებს – ვირუსებს, ბაქტერიებს. ამ აგენტების მოსპობას ლორწოვანზე არსებული ლიზოსომები – ინტერფერონი და იმუნოგლობულინი ახორციელებს

მუკოცილიარული მოძრაობის მოშლის დროს, ამ ნივთიერებების შენაცვლება – განახლება არ ხდება და პროცესი ირღვევა. იწყება ბაქტერიული ან ვირუსული პროლიფერაცია, რაც სინუსებში და ახლომდებარე მიდამოებში გავრცელებით რთულდება.

ეს გართულება შესაძლოა გავრცელდეს სინუსებში, შუა ყურში, ლიმფურ კვანძებში და ქვედა სასუნთქ გზებში.

ამ პროცესების ბაქტერიული ფლორა, როგორც წესი, წარმოდგენილია სტრეპტოკოკით, პნევმოკოკებით, ჰემოფილუსით და სტაფილოკოკებით.

სიხშირე, როგორც წესი, არის 5-6 გამოვლინება წელიწადში. თუმცა, გვხვდება შემთხვევები, როდესაც ეს რიცხვი ძალიან მომატებულია. ამის მიზეზი ხშირად ალერგიული ფონი და რკინადეფიციტი გახლავთ.

რასაკვირველია, ბაღის და სკოლის გარემო არის ყველა ამ ფაქტორის გაორმაგების მიზეზი.

კლინიკური ნიშნები

კლინიკურად, რინოფარინგიტის საწყის ეტაპზე სახეზე გვაქვს:

— მაღალი სიცხე (38-40), რომელიც 2-3 დღეს გრძელდება;
— პაციენტის გაღიზიანება და, ასევე, შესაძლო ჰიპერაქტიულობა;
— დისპეპსიური მოვლენები – ღებინება და ფაღარათი;
— ცხვირის გაჭედვა და რინორეა ხან ჩირქოვანი, მაგრამ უმეტესად, გამჭვირვალე;
— მტკივნეული ორმხრივი ანდენოპათია;

დათვალიერებით, ლორწოვანი გარსი ძალიან შეშუპებული და ჰიპერსეკრეციულია.

ოტოსკოპიური სურათი: შემღვრეული და შეშუპებული დაფის აპკი, რომელზეც ხშირად გაძლიერებულია კაპილარული სურათი. შესაძლოა დაფის აპკის რეტრაქცია, როცა ჩაქუჩის ტარი ჩანს და ექსუდატის ნიშნები არაა.

გართულებები

ყველაზე ხშირი გართულებები არის კრუნჩხვები სიცხის გამო და ფაღარათის შემდეგ დეჰიდრატაცია.

ყველაზე ხშირი გართულება, მაინც, შუა ყურის ჩირქოვანი ანთებაა.

სინუსიტები, გარდა მწვავე ეთმოიდიტისა, შეუმჩნევლად მიმდინარეობს მწვავე რინიტის ფონზე. მწვავე ეთმოიდიტის გართულება ძალიან იშვიათი, თუმცა საოცრად საშიში პათოლოგიაა. მისი პროგნოზი მკურნალობის გარეშე – ორბიტალური დაჩირქება და შემდგომში, ცერებრალური თრომბოფლებიტი, შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს.

ლარინგიტები და ტრაქეო-ბრონქიტები ძალიან ხშირ გართულებას წარმოადგენენ.

ადენოპათიები, პარაფარინგეალურ და რეტროფარინგეალურ აბსცესებთან ერთად, იშვიათ გართულებას წარმოადგენს და ესეც საშიშ პათოლოგიად ითვლება. მისი გამომწვევი, როგორც წესი, სტაფილოკოკური ინფექციებია.

რინოფარინგიტების მკურნალობა არ გულისხმობს აუცილებლად ანტიბიოტიკოთერაპიას. პირიქით, მისი გამოყენება არანაირად არ მოქმედებს გართულებების სიხშირეზე.

ამიტომ, თუ დაზუსტებული არ არის ბაქტერიული გართულება, ჯობია არ ვიხმაროთ ამ ჯგუფის პრეპარატები.

ასპირინის გამოყენება ძალიან კარგია როგორც სიმპტომების მოსახსნელად, ასევე პროგნოზის გასაუმჯობესებლადაც.

ცხვირის გამხსნელები (ვხმარობთ არაუმეტეს 4-6 დღე) ძალიან ეფექტურია ცხვირის შეგუბებითი პროცესების მოსახსნელად და აპლიკაციური წამლების ეფექტურობის გასაძლიერებლად.

სტეროიდის და ანტიბიოტიკის დამატება, ცხვირის გამხსნელე- ბის გამოყენებასთან ერთად, არ იძლევა კარგ შედეგს და პირიქით, აფერხებს მუკოცილიარულ დრენაჟს.

ჩვილებში რეკომენდებულია ძილის დროს მუცელზე წოლა და ოთახში ჰაერის განიავება.

ყველაზე ძნელი რეციდივების პრევენციაა. რინოფარინგიტის გამომწვევი ვირუსების ვაქცინაცია არ არსებობს, გამაგლობული- ნის ხმარება არაეფექტურია. რა შეიძლება შევთავაზოთ გაწვალე- ბულ და მუდმივად ცუდად მყოფ პაციენტს?

ხშირად, რინოფარინგიტების მიზეზი ადენოიდების ჰიპერტრო- ფია ან მათი ინფიცირებაა. ამიტომ ქირურგიული ჩარევა, ადენოი- დექტომია, აუცილებლად უნდა განიხილოს როგორც რინოფარი- ნგიტების პრევენციის გზა.

ადენოიდების ჰიპერტროფიის დიაგნოზი რინოსკოპიულად ან რენტგენოლოგიურად ისმება.

ასევე, სასარგებლოა გარემოს შეცვლა, საბავშვო ბაღში პატარა არდადეგების მოწყობა და მთიან რეგიონებში დასვენება.


NOTA BENE
  • ჩვილი ბავშვების რინოფარინგიტი წარმოადგენს პატარას ადაპტაციას გარე სამყაროსთან. მისი სიხშირე იმატებს, როდესაც ბავშვი ბაღში იწყებს სიარულს;
  • ხანდახან, ოპერაციული ჩარევა – ადენოიდექტომია, რინოფარინგიტის ყველაზე ეფექტური პრევენციაა;



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები