რკინის შენადნობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რკინის შენადნობები – ლითონური სისტემები, რომელთა ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტია (როგორც წესი, ჭარბი რაოდენობით) რკინა. რკინის შენადნობები ჩვეულებრივ შეიცავს მინარევებს (მანგანუმს, სილიციუმს, გოგირდს, ფოსფორს და სხვ.), აგრეთვე მალეგირებელ ელემენტებს. უმნიშვნელოვანესი რკინის შენადნობია რკინანახშირბადოვანი შენადნობები (ფოლადი, თუჯი). რკინის შენადნობს განეკუთვნება, აგრეთვე, რკინის საფუძველზე მიღებული სპეციალური შენადნობები (მაღალი ელექტრული წინაღობის, მაგნიტური, არამაგნიტური, მხურვალმტკიცე, ცვეთა- და კოროზიამედეგი და სხვ.) და ფეროშენადნობები. რკინის შენადნობის წილად მოდის მთელი ლითონური პროდუქციის 95%–მდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები