როკოკოს მხატვრობა და სკულპტურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

როკოკოს მხატვრობა და სკულპტურაროკოკოს სალონებისა თუ სხვა ელეგანტური სივრცეების მდიდრული და სენსუალური ატმოსფეროს შექმნაში ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ნამუშევართა თემატიკა, უმეტესწილად, კლასიკური სასიყვარულო ისტორიებიდან იყო აღებული, ხოლო მხატვრობაცა და სკულპტურული ორნამენტიც სავსე იყო ტიპური ხალისიანი putti-ს (პუტი), ხშირფოთლოვანი მწვანე საფარისა და ფაფუკი გამოსახულებებით. ჟან ანტუან ვატოს, ფრანსუა ბუშესა და ჟან ონორე ფრაგონარის ფერწერული ტილოები, ისევე, როგორც კლოდიონის სახელით ცნობილი მოქანდაკის, კლოდ მიშელის მცირე პლასტიკა, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა სალონურ კულტურაში.



წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები