რუკის ავტორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რუკის ავტორი – (author of map), პიროვნება, კოლექტივი ან დაწესებულება, რომლებმაც დაამუშავეს რუკის ან სხვა კარტოგრაფიული ნაწარმოების პროგრამა, შექმნეს მისი მაკეტი ან ორიგინალი, უხელმძღვანელეს მის შექმნას. ავტორი შეიძლება იყოს როგორც კარტოგრაფი, ისე სხვა დარგის სპეციალისტი (გეოგრაფი, გეოლოგი, გეოფიზიკოსი, ნიადაგთმცოდნე, ბიოლოგი, ისტორიკოსი და სხვ.). ისინი პასუხს აგებენ კარტოგრაფიული ნაწარმოების შინაარსზე, მთლიანად ფლობენ უფლებას მასზე და ეს უფლება დაცულია კანონით.