რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921
რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება 1921 – დაიდო 7 ივნისს ბელგრადში ორი წლის ვადით. ხელშეკრულება ასახავდა რუმინეთისა და იუგოსლავიის მმართველი წრეების სწრაფვას, განემტკიცებინათ მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა 1919 ნეის საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად.
ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ურთიერთ სამხედრო დახმარებას იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი ან ბულგარეთი, ან ორივე ერთად თავს დაესხმოდა რომელიმე მხარეს, რათა ზიანი მიეყენებინა იმ მდგომარეობისათვის, რომელიც წარმოიქმნა ტრიანონისა და ნეის სამშვიდობო ხელშეკრულებათა ხელმოწერის შედეგად. მხარეები ვალდებულნი იყვნენ, ხელი მოეწერათ სამხედრო კონვენციისათვის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ დაემყარებინათ კავშირი მესამე სახელმწიფოსთან და შეეთანხმებინათ საგარეო პოლიტიკის საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მათ ურთიერთობას უნგრეთსა და ბულგარეთთან.
რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება იყო ერთ-ერთი აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცირე ანტანტას. იგი გაგრძელდა 1921, 1926 და 1929-მდე. 1933 წლის 16 თებერვალს ჟენევაში მცირე ანტანტის წევრებმა ხელი მოაწერეს ე.წ. საორგანიზაციო პაქტს, რომელმაც განუსაზღვრელ დრომდე გააგრძელა ყველა იმ ხელშეკრულების მოქმედება, რომლებიც საფუძვლად ედო მცირე ანტანტას. 1940 ვენის არბიტრაჟმა რუმინეთ-იუგოსლავიის შეთანხმება გააუქმა.