რუსია გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი რუსია – 1916-9001 - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი, დაიბადა სოფელ ქოლობანში (აბაშის რაიონი). 1938 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1941-1944 წლებში იყო გაწვეული ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც 1945 წელს დაამთავრა. 1947-1950 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში ლოგიკის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.

გ. რუსიას მეცნიერული კვლევის სფეროში შედიოდა ლოგიკისა და სოციალური ფილოსოფიის საკითხები.



თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები