საავიაციო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავიაციო უზრუნველყოფაავიაციის საბრძოლო მოქმედებათა ერთობლიობა სახმელეთო (საჰაერო-სადესანტო) ჯარებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინტერესებისათვის მათ მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს.

ტერმინმა „საავიაციო უზრუნველყოფა“ გავრცელება პოვა ომამდელ პერიოდსა და II მსოფლიო ომში; ომის შემდგომ წლებში აღარ იხმარებოდა. მის შინაარსს მოიცავს ცნებები: „იერიშის საავიაციო მომზადება“, „საავიაციო მხარდაჭერა“, „იერიშის საავიაციო მხარდაჭერა“, „სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის საავიაციო უზრუნველყოფა“, „საავიაციო დაფარვა“, „მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში ჯარების შეტევის საავიაციო თანხლება“.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები