საავტომობილო გზების ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საავტომობილო გზების ატლასი – (auto road atlas), სპეციალური დანიშნულების ატლასი, რომელიც შედგება საავტომობილო გზების რუკებისგან. ტერიტორიის მომცველობით არის: კონტინენტების, სახელმწიფოთა ჯგუფების, ცალკეული სახელმწიფოების და ქალაქების. სარგებლობის ფორმის მიხედვით – სამაგიდო და ჯიბის. გავრცელებულია დასაკეცი რუკა-ბუკლეტები. ისინი გათვალისწინებულია ავტოტურისტებისა და ფეხით მოსიარულე ტურისტებისთვის.