საავტორო უფლება კარტოგრაფიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საავტორო უფლება კარტოგრაფიაში – (copyright in cartography, authorship in cartography), სამოქალაქო კოდექსის ნაწილი, განსაზღვრავს კარტოგრაფიული ნაწარმოების შექმნასა და მის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (გამოცემა, მთლიანი ან ნაწილობრივი გამოყენება). საავტორო უფლება მიეკუთვნება პიროვნებას ან კოლექტივს, რომლებმაც დაამუშავეს რუკის (ატლასის) პროგრამა, საავტორო ორიგინალი ან მაკეტი. თუ რუკის ავტორს ეკუთვნის მხოლოდ თემა ან რუკის ესკიზი, მაშინ თანაავტორად ითვლება კარტოგრაფიული ნაწარმოების რედაქტორი, რომელიც ამუშავებს რუკის ლეგენდას. ადგენს და აფორმებს რუკის ორიგინალს. დიდი და რთული კარტოგრაფიული ნაწარმოების შექმნისას (ატლასი, მრავალფურცლიანი რუკა) ცალკეული პირების და კოლექტივების საავტორო უფლებას განასხვავებენ ამ ნაწარმოების ცალკეული რუკების შემდგენელთა საავტორო უფლებისგან. რუკების, ატლასების, პროგრამული პროდუქტების და დოკუმენტების გამოყენება ავტორებთან შეთანხმების გარეშე არის საავტორო უფლების დარღვევა.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები