საარტიკულაციო ბაზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარტიკულაციო ბაზისი – ამა თუ იმ ენაში შემუშავებული და ტრადიციით დამკვიდრებული საწარმოთქმო ჩვევები. ყოველ კონკრეტულ ენას ახასიათებს მასში გამოყენებულ ბგერათა თავისებური წარმოთქმა. თითოეული ბგერის წარმოთქმისათვის ამოსავალია საწარმოთქმო ორგანოთა ინდიფერენტული მდგომარეობა, რომელიც აქტიურდება უშუალოდ წარმოთქმის წინ. ენები (ზოგჯერ ერთი ენის დიალექტებიც კი) ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც საარტიკულაციო ბაზისით, ისე ინდიფერენტული მდგომარეობითაც.

საარტიკულაციო ბაზისი სოციალური მოვლენაა და არა ანატომიური: სხვადასხვა ენის წარმომადგენლებს აქვთ ერთნაირი საწარმოთქმო ორგანოები, მაგრამ განსხვავებული საარტიკულაციო ბაზისები. სწორედ განსხვავება საარტიკულაციო ბაზისის მიხედვით განაპირობებს უცხო ენაზე მოლაპარაკის აქცენტს. უცხო ენის სწორი გამოთქმის დაუფლება მდგომარეობს ამ ენის საარტიკულაციო ბაზისის ათვისებაში.

საარტიკულაციო ბაზისი ადამიანს ჩვეულებრივ უყალიბდება გარკვეულ სოციალურ გარემოში: სხვა ეროვნულ (resp. ენობრივ) გარემოში გაზრდილი ბავშვი მეტყველებს არა თავისი მშობლიური ენისათვის დამახასიათებელი საარტიკულაციო ჩვევებით, არამედ იმ ენობრივი გარემოს ჩვევებით, რომელშიც იგი იზრდება. ბოლოდროინდელი გამოკვლევები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ საწარმოთქმო ჩვევათა ზოგი ნიშანი შეიძლება ბავშვს დაბადებამდეც (პრენატალურ პერიოდში) განუვითარდეს. რასაც ადასტურებს ახალშობილთა საარტიკულაციო ბაზისზე დაკვირვება (ბავშვთა ტირილის შესწავლა). ფაქტის ახსნა მოითხოვს დამატებით კვლევა.

ზ. ჯაფარიძე



ლიტერატურა

  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1948;
  • ჯაფარიძე პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები, თბ., 1975.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები