საახალწლო პუნში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საახალწლო პუნში
2 ცალი ლიმონი;
0,5 ლ წყალი;
0,5 ლ თეთრი ღვინო;
1 ლ წითელი ღვინო;
0,25 ლ რომი;
300 გრ შაქარი.
2 ლიმონის კანი და 300 გრ შაქარი მოვხარშოთ ნახევარ ლიტრ წყალში. მდუღარე წყლიდან ამოვიღოთ ლიმონის კანი და დავუმატოთ თეთრი და წითელი ღვინო, რომი და 2 ცალი ლიმონის წვენი. ყველაფერი ცხელი უნდა იყოს. გამზადებული პუნში ჩავასხათ ჭიქებში.