საბაწმინდის მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბაწმინდის მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები – მონასტერში XX ს-ის დასასრულს ხელოვნებათმცოდნე ზ. სხირტლაძემ საბაწმინდაზე ყოფნის დროს გამოავლინა და შეისწავლა მონასტერში დაცული ერთი ქართული ლოცვანი და ბერძნული ძველნაბეჭდი წიგნების ყდის საცავ ფურცლებად გამოყენებული ორი თითოფურცლიანი ფრაგმენტი. მკვლევარმა გამოაქვეყნა კვლევის შდეგები ტექსტებითურთ (Skhirtladze 2003: 217-227).

სარჩევი

ლოცვანი

XIX ს. 3 ფ.; ქაღალდი, 15×19 სმ.; მხედრული. ლოცვანის დასასრულს XIX ს-ში წმ. მიწაზე მოღვაწე ქართველი ბერის, დანიელ მაღრაძის, მხედრულით შესრულებული მინაწერი. ბოლო გვერდი ნაწერია რუსულად.

„ელევთერიოსის ცხოვრება“

XI ს. 1 ფ.; ეტრატი, ფრაგმენტი გამოყენებულია ყდის საცავ ფურცლად. ზედა ფრთა: 20,5×14 სმ.; ყუა: 3×14 სმ.; ნუსხური, მელანი ყავისფერი. დავით ტბელის თარგმანი.

„გრიგოლ რომთა პაპის ცხოვრება“

XII ს. 1 ფ.; ეტრატი, ფრაგმენტი გამოყენებულია ყდის საცავ ფურცლად. ზედა ფრთა: 8,5×15 სმ.; ქვედა ფრთა: 12×15 სმ.; ნუსხური, მელანი შავი. ძლიერ დაზიანებული. სვინაქსარული ტექსტი.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები