საბიუჯეტო ფედერალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბიუჯეტო ფედერალიზმი - (budget federalism), ცენტრსა და რეგიონებს შორის საბიუჯეტო მოწყობის ფორმა, არა მხოლოდ ფინანსური რესურსების, არამედ საგადასახადო უფლებამოსილებისა და საბიუჯეტო პოლიტიკისადმი პოლიტიკური პასუხისმგებლობის განაწილება.
საბიუჯეტო ფედერალიზმი არის დაბეგვრისა და სახელმწიფო ხარჯების სისტემა, რომელიც გულისხმობს შემოსავლების მიღებასა და ხარჯების მართვაში გარკვეული უფლებების მიცემას სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა დონეებისთვის - ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოებისთვის. საბიუჯეტო ფედერალიზმი ასახავს ქვეყნის ფინანსური სისტემის ფუნქციონირების წესს.