საბრძოლო წყობა საჰაერო თავდაცვის ჯარებში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო წყობა საჰაერო თავდაცვის ჯარებში - ძალების და საშუალებების მრავალფეროვანი წყობა, რომელსაც შესაბამისი თავისებურება აქვს ჯარების თითოეულ გვარეობაში. საზენიტო-სარაკეტო (საზენიტო საარტილერიო) ნაწილში იგი მოიცავს საზენიტო რაკეტების (საზენიტო საარტილერიო) ქვედანაყოფების, ასევე ტექნიკური ქვედანაყოფებისა და სამეთაურო პუნქტების საბრძოლო წყობას. რადიოტექნიკურ ნაწილებში საბრძოლო წყობა შედგება რადიოტექნიკური (რადიოლოკაციური) ქვედანაყოფების, სამეთაურო პუნქტების და რეზერვების საბრძოლო წყობისაგან და შეიძლება იყოს ჯგუფური ან ხაზობრივი. გამანადგურებელი საავიაციო ნაწილის საბრძოლო წყობა ანალოგიურია სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაციის საბრძოლო წყობისა. საჰაერო თავდაცვის შენაერთების საბრძოლო წყობა შეიძლება შეიცავდეს საზენიტო რაკეტების და რადიოტექნიკური ნაწილების, გამანადგურებელი ავიაციის და სხვა ჯარების დაჯგუფებას, ძირითად და სათადარიგო სამეთაურო პუნქტებსა და რეზერვებს. საჰაერო თავდაცვის შენაერთის გამანადგურებელი ავიაციის დაჯგუფება, ჩვეულებრივ, შეიცავს ძირითად და სათადარიგო აეროდრომებზე ბაზირებულ გამანადგურებელ ავიაციას და გამიზვნის პუნქტებს. საჰაერო თავდაცვის შენაერთის რეზერვი შეიძლება იყოს საავიაციო, რადიოტექნიკური ჯარებისა და კავშირგაბმულობის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები