საბუეს ელიას ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბუეს ელიას ეკლესია – არქიტექტრული ძეგლი საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბუეში ჭიჭრიანად წოდებულ ადგილზე.
ეკლესია თარიღდება IX-X საუკუნეებით. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა (8.1 x 4.8 მეტრია) ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი, ჩაქცეულია კამარა, კონქი. ინტერიერი ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს გადახურვა ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთით ღრმა, კარგად გამოყვანილი, ნალისებრი აფსიდია. აფსიდის შუაში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა.
ლიტერატურა
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა