საბჭოთა კავშირი-იტალიის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და ოქმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირი-იტალიის ხელშეკრულებები, შეთანხმებები და ოქმები

სარჩევი

 [დამალვა
წინასწარი შეთანხმება

დაიდო 1921 წლის 26.XII რომში, შეთანხმდნენ მოქალაქეების რეპატრიაციაზე, ბლოკადის დაუშვებლობაზე და სავაჭრო კავშირების აღდგენაზე პრიორიტეტული თანამშრომლობის პრინციპით. ორივე ქვეყანაში დაინიშნა ოფიციალური აგენტი (კონსულის უფლებებით). რითაც იტალიამ დე ფაქტო ცნო საბჭოთა რუსეთი.

1924 წლის 7.II ხელშეკრულება

დამყარდა დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობა, განისაზღვრა სავაჭრო, საკონცესიო და საზღვაო მიმოსვლის ურთიერთობები.

მეგობრობის, თავდაუსხმელობის და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება

დაიდო 1931 წლის 2. IX რომში იტალიის ინიციატივით. ითვალისწინებდა ურთიერთთავდაუსხმელობას და ნეიტრალიტეტს პარტნიორისაგან მეორე მხარის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას. ხელშეკრულება დაიდო უვადოდ, ხუთი წლის შემდგომ დენონსაციის უფლებით. 1937 იტალია შეუერთდა „ანტიკომინტერნულ პაქტს”. რაზეც სსრკ-მა პროტესტი განაცხადა. ხელშეკრულება ძალაში დარჩა 1941 წლის 22.VI-მდე.

სავაჭრო და საზღვაო ხელშეკრულება

დადო 1948 წლის 11-XII მოსკოვში 5 წლის ვადით და გაგრძელების უფლებით. განისაზღვრა სავაჭრო წარმომადგენლობის როლი და ფუნქციები.

ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებანი

1957, 1960, 1966, 1970.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები