საბჭოთა კავშირ-ფინეთის ხელშეკრულებები და შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ხელშეკრულებები და შეთანხმებები

სარჩევი

 [დამალვა
1918 ხელშეკრულება რსფსრ-სა და ფინეთს შორის ძმობის და მეგობრობის განმტკიცების შესახებ

დაიდო I.III ფინეთის სოციალისტური მუშათა პარტიის მთავრობის – სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს ინიციატივით, ითვალისწინებდა ქონების უპრეტენზიოდ გაყოფას, თანაბარ უფლებებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. რევოლუციის დამარცხების გამო ძალა დაკარგა.

იურიევის საზავო ხელშეკრულება

დაიდო 1920 წლის 14.X. შეწყდა საომარი მდგომარეობა, მხარეებმა ცნეს ერთმანეთი. მოხდა საზღვრების გამიჯვნა. შეიქმნა კარელიის ავტონომია რუსეთში. რასაც ფინეთმა 1921 აგრესიით ეპასუხა.

1932 წლის 28. XI.სსრკ-მა ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინა და ომი დაიწყო.

1940 წლის 12.III ხელშეკრულება. (საზავო)

დაარეგულირა ვითარება, განისაზღვრა ახალი საზღვარი (მთელი კარელია გადაეცა სსრკ-ს), გადანაწილდა ტერიტორიები. ეს ხელშეკრულება აღდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (10.II.I947) მცირეოდენი ცვლილებებით.

მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება

დაიდო მოსკოვში 1948 წლის 6.IV ი.ბ. სტალინის ინიციატივით. ფინეთის საგარეო პოლიტიკაში საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას ე.წ. „პაასიკივი-კეკონენის კურსს“. ხელშეკრულება ძირითადად ფინეთის პროექტით მომზადდა, ითვალისწინებდა სამხედრო თანამშრომლობას რომის შემთხვევაში. საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით, ხოლო ოცი წლით განახლდა 1955 და 1970.

პორკალა-უდის ტერიტორიის დაბრუნების შეთანხმება

დაიდო 19.IX.1955. სსრკ-მა უკან დააბრუნა არენდით აღებული ფინეთის ტერიტორია, სადაც სამხედრო ბაზის მშენებლობა იყო გათვალისწინებული.

1962 წლის 27.IX ხელშეკრულება ფინეთისათვის არეწდით საიმას არხის საბჭოთა ნაწილის გადაცემის შესახებ

ტვირთების ბრუნვისთვის 50 წლის ვადით.

1971 წლის 20.IV ხელშეკრულება ეკონომიკური, ტექნიკური და სამრეწველო თანამშრომლობის შესახებ

10 წლის ვადით და ავტომატურად განახლებით.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები