საბჭოთა კავშირ-შვეიცარიის კონფლიქტი
საბჭოთა კავშირ-შვეიცარიის კონფლიქტი – 1923 წლის 10.V. ლიმანის კონფერენციაზე სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ე. ვოროვსკის მკვლელობამ გამოიწვია გ. ჩიჩერინის საპროტესტო ნოტა, სადაც ბრალი შვეიცარიის ხელისუფლებას ედებოდა. ბრალდების უარყოფის გამო სსრკ-მა ბოიკოტი გამოუცხადა შვეიცარიას, აკრძალა ყოველგვარი ურთიერთობები (სავაჭრო, კომერციული, ტურისტული, გარდა „მშრომელი მასებისა“).
ნოემბერში კანტონ ვოს სასამართლომ გაამართლა მკვლელი, ემიგრანტი კონრადი. ერთა ლიგის მოთხოვნით და შელახული საერთაშორისო პრესტიჟის გამოსასწორებლად შვეიცარიამ უკან დაიხია და 1927 წლის 14.IV ბერლინში ხელი მოაწერა კონფლიქტის ლიკვიდაციის შეთანხმებას. შვეიცარიამ გამოთქვა სინანული და დაგმო ვ. ვოროვსკის მკვლელობა. მის ქალიშვილს კი ხაზინიდან კომპენსაცია დაუნიშნა. სსრკ-მა გააუქმა ბოიკოტი და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებზე შვეიცარიაში გამართულ კონფერენციაში.