საგზაო სამშენებლო ბლოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საგზაო სამშენებლო ბლოკი − მძიმე ბეტონისგან დამზადებული ბლოკები, რომლებიც გამოიყენება საგზაო მშენებლობაში. ასეთებია: გვერდულები, დამცავი მოწყობილობები, წყალამრიდები, კიუვეტები, სანიაღვრეები, საგზაო ნიშნის საყრდენები და სხვ.