საგოიანი არტავაზდი
არტავაზდ არამის ძე საგოიანი (16.01.1904-17.10.1971), სომეხი კონტრ-ადმირალი.
დაიბადა ქ. ახალციხეში.
1922 წლიდან მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალებში. 1924 წელს დაამთავრა ბათომის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი, ხოლო 1927 წელს მ.ფრუნზეს სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი, 1931 წელს კი წითელი არმიის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო შემადგენლობის სპეციალური კლასის საარტილერიო ფაკულტეტი.
მსახურობდა ვოლგის და დნეპრის სამხედრო ფლოტილიების სხვადასხვა გემებზე.
1941 წელს დაამთავრა კ. ვოროშილოვის სახ. სამხედრო- საზღვაო აკადემიის საარტილერიო ფაკულტეტი, რომლის შემდეგ მსახურობდა ბალტიის ფლოტზე მსუბუქი ძალების რაზმის ფლაგმანის არტილერისტად.
მონაწილეობდა 1941-1945 წლების საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. ტალინის თავდაცვის დროს ხელმძღვანელობდა მთელი ტალინის რეიდის გემების საარტილერიო მზადყოფნას. მისმა რაზმმა მოახერხა 1941 წლის 28 აგვისტოს გერმანული ნაწილების მიერ მდინარე ნაროვას ფორსირების შეკავება, სადაც მძიმედ დაიჭრა.
ლენინგრადის მთელი ბლოკადის დროს იყო ბალტიის ფლოტის ესკადრის შტაბის უფროსი საბრძოლო და ოპერატიულ მუშაობაში.
პირადად ხელმძღვანელობდა ფლოტის ხომალდების არტილერიის საბრძოლო გამოყენებას. მონაწილეობას ღებულობდა ბალტიკაზე მრავალ საბრძოლო ოპერაციაში.
ლენინგრადის ბლოკადის საბოლოო მოხსნისას მეთაურობდა მე-2 ჯგუფის ხომალდების არტილერიას, წარმატებულად დაამუშავა ოპერაციის გეგმა და პირადად ხელმძღვანელობდა საარტილერიო შეტევას.
ომის შემდგომ პერიოდში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტზე.
1947-1951 წლებში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ არტილერისტად.
1951-1953 წლებში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალების №2 ინსტიტუტის უფროსის მოადგილედ.
1953-1956 წლებში მსახურობდა ა. კრილოვის სახ. გემთმშენებლობისა და ფლოტის სახეობათა შეიარაღების კათედრის უფროს მასწავლებლად.
1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო-საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.იყო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
1959 წელს გავიდა თადარიგში.
გარდაიცვალა მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
დაჯილდოებული იყო ლენ- ინის (1947), 4 წითელი დროშის (1942,1944,1944,1956), ნახიმოვის II ხარ. (1944) და სამამულო ომის I ხარ. (1946) ორდენებით