სასულიერო მუსიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა საეკლესიო მუსიკა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასულიერო მუსიკარელიგიური შინაარსის მუსიკა, რომელიც სრულდება ტაძარში ან ყოფაში (მაგ. ფსალმუნები); იგივე, რაც საეკლესიო მუსიკა.

საეკლესიო მუსიკას მიუძღვის უდიდესი წვლილი პროფესიული მუსიკის განვითარებაში. საქართველოში ქრისტიანული რელიგია მიიღეს IV საუკუნეში, მასთან ერთად ეკლესიაში დამკვიდრდა ბერძნული ერთხმიანი გალობა, მაგრამ VIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, იგი შეიცვალა ქართული საეკლესიო გალობით, რომელიც ბერძნულისაგან განსხვავებით სამხმიანი იყო. ასეთი ცვლილება შესაძლო შეიქნა იმის გამო, რომ ქართული საეკლესიო გალობა წარმოიშვა ხალხური სიმღერის საფუძველზე, ამ უკანასკნელს კი მეტად ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქართული საეკლესიო გალობის სფეროში ძირითადად უნდა გამოიყოს 2 კილო: ქართლ-კახური და იმერულ-გურული, რომელთაც ფაქტიურად ერთი საფუძველი აქვთ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები