რეკვიემი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეკვიემი – (ლათ. ტექსტის („Requiem aeternam dona eis, Domine“ – „განუსვენე მათ სამარადისოდ, უფალო“) პირველი სიტყვის მიხედვით), განსვენებულის მოსახსენიებელი (შესანდობარი) სამგლოვიარო მესა. კათოლიკური საზეიმო მესისაგან განსხვავებით მასში ზოგიერთი ნაწილი („გლორია“, „კრედო“) შეცვლილია (დამატებულია „რეკვიემი“, „დიეს ირე“ („რისხვის დღე“), „ტუბა მირუმ“ („სასწაულებრივი საყვირი“), „ლაკრიმოზა“ („ცრემლიანი“), „ოფერტორიო“ („ძღვენთა მირთმევა“), „ლუქს ეტერნა“ („მარადიული სინათლე“)). XV–XVII სს-ში რეკვიემი წარმოადგენდა მრავალხმიან საგუნდო ციკლურ ნაწარმოებს (აკაპელა), რომლის მელოდია გრიგოლისეულ ქორალზე იყო დაფუძნებული. XVII-XVIII სს. რეკვიემი იქცა მსხვილი პლანის ნაწარმოებად გუნდის, სოლისტისა და ორკესტრისათვის, მასში შერწყმულია გამოსახვის პოლიფონიური და ჰომოფონიურ-ჰარმონიული ხერხები. შემდგომ რექვიემმა დაკარგა საკულტო მნიშვნელობა და გადაიქცა დრამატულ და ფილოსოფიურ მუსიკალურ ნაწარმოებად, რომელიც, როგორც წესი, სრულდება საკონცერტო დარბაზში. საყოველთაოდ ცნობილია მოცარტის გენიალური რეკვიემი (1791), რომელიც დაამთავრა მისმა მოწაფემ ფ. ზიუსმაირმა. ცნობილია აგრეთვე ლ. კერუბინის, ფ. ლისტის, განსაკუთრებით, ჰ. ბერლიოზისა და ჯ. ვერდის, აგრეთვე ი. ბრამსის ა. ბრუკნერის, ა. დვორჟაკის, ბ. ბრიტენის რეკვიემები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები