საერთაშორისო გარანტიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო გარანტიები – საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება.

საერთაშორისო გარანტიების გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს საგარანტიო ხელშეკრულება. საერთაშორისო ურთიერთობებში ხელშეკრულებით დადგენილი მდგომარეობის შენარჩუნების ან სხვა სახელმწიფოთა მიერ დადებული ხელშეკრულების შესრულების შესახებ, მაგ. ვენის კონგრესზე 1814-15, ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას. რომლითაც გამოცხადდა შვეიცარიის მუდმივი ნეიტრალიტეტი. შვეიცარიის ნეიტრალიტეტის და მისი ტერიტორიის ხელშეუხებლობის გარანტის როლი იკისრეს ინგლისმა, საფრანგეთმა, ავსტრიამ, პრუსიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა და რუსეთმა. საერთაშორისო გარანტიები შეიძლება იყოს კოლექტიური (რამდენიმე სახელმწიფოს მხრიდან) და ცალმხრივი (როდესაც გარანტის როლს კისრულობს ერთი სახელმწიფო).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები