საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ლოგო

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი – (International Geographical Union, IGU), გეოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება.

საერთაშორისო გეოგრაფიული კონგრესების ისტორია იწყება 1871 წლიდან, როდესაც ქ. ანტვერპენში ჩატარდა პირველი კონგრესი. თანამედროვე სახით დაარსებულად ითვლება 1922 წლიდან (ქ. ბრიუსელი). კავშირის საქმიანობის მიზანია გეოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით. კვლევის შედეგების მოსმენა ხდება გეოგრაფიულ კონგრესებზე, საერთაშორისო და რეგიონულ კონფერენციებზე კონგრესებს შორის კომისიები მუშაობენ სხვადასხვა თემებზე: საერთაშორისო გეოგრაფიული ტერმინოლოგია, გეოგრაფიული განათლება, მიწათსარგებლობის გეოგრაფია, ეროვნული და რეგიონული ატლასები, ურბანიზაცია და სხვ. გაერთიანებულია 87 ქვეყანა. არის სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოს (ISCU) და საზოგადოებრივი მეცნიერებების საბჭოს (ISSC) წევრი. თანამშრომლობს საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციასთან. ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება კონგრესი.

საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება წელიწადში ორჯერ კავშირის ბიულეტენში ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, აგრეთვე მის ოფიციალურ საიტზე. საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1996 წლიდან არის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი წევრი. 2002 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სტუმრობდა პრეზიდენტი − ანი ბატიმერი (ირლანდია), სპეციალობით ლანდშაფტმცოდნე. 2011 წელს აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფებოდა პრეზიდენტი რონალდ აბლერი (აშშ)


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები