საერთაშორისო სამართლის ასოციაცია
საერთაშორისო სამართლის ასოციაცია – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა ბრიუსელში 1879.
ასოციაცია სარგებლობს საკონსულტაციო სტატუსით ეკოსოსსა და იუნესკოში. წესდების თანახმად, ასოციაცია მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართლის პროგრესულ განვითარებას, მის კეთილსინდისიერ გამოყენებას, სამართლის უნიფიკაციასა და კანონთა კოლიზიის თავიდან აცილებას, ასევე საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და კეთილი ნების განმტკიცებას.
საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრები არიან საერთაშორისო სამართლის ცნობილი სპეციალისტები, პოლიტიკური მოღვაწეები, დიპლომატები, ეროვნული ასოციაციები. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა კონფერენცია, რომელსაც იწვევენ 2 წელიწადში ერთხელ. კონფერენციებს შორის სახელმძღვანელო ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, სათავეში უდგას პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს კონფერენცია 2 წლის ვადით. მიმდინარე საქმეებს აწარმოებს გენერალური მდივანი. საერთაშორისო სამართლის ასოციაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში.