საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულობებთან დაკავშირებით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ უდანაშაულობებთან დაკავშირებით − დაწესებულია 1993 წლის 26 მაისს ქ. ჰააგაში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ როგორც მისი დამოუკიდებელი დამხმარე ორგანო იმ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნისათვის, რომლებმაც 1993 წლის 1 იანვრიდან ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე დაარღვიეს 1994 წლის ჟენევის კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის თაობაზე და ჰააგის 1907 წლის კონვენცია ომში ქცევის წესების შესახებ, აგრეთვე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისთვის.

ტრიბუნალს სტატუტის შესაბამისად გააჩნია უპირატესობა ეროვნული სასამართლოების წინაშე, თუმცა მას არ შეუძლია გასცეს განკარგულება დაპატიმრების თაობაზე და არა აქვს უფლება დაუსწრებლად გამოიტანოს განაჩენი. ტრიბუნალი შედგება ორი პალატისგან, რომლებშიც 4 წლის ვადით გაეროს გენერალური ასამბლეა 3-3 მოსამართლეს ირჩევს, და სააპელაციო ინსტანციისგან, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ტრიბუნალს ჰყავს 120 თანამშრომელი, ხოლო მისმა ბიუჯეტმა 1996 40 მლნ. ამერიკული დოლარი შეადგინა.

ტრიბუნალმა დაარსებიდან ბრალდებები წაუყენა 54 სერბს, 17 ხორვატს და 3 მუსლიმს. 17 პირი პატიმრობაში იმყოფებოდა. დღესდღეობით ტრიბუნალი შეისწავლის ბოსნიელ სერბთა ლიდერის რადოვან კარაჯიჩის და სამხედრო მეთაურის რადკო მლადიჩის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, მათ მიერ ომის წესების და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უდანაშაულობებთან დაკავშირებით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები