საერთო ბაზარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„საერთო ბაზარი” - (CommonMarket), ევროკავშირის წინამორბედი; დაარსდა 1957 წელს საერთო (ევროპული) ბაზრის სახელწოდებით საფრანგეთის, ბელგიის, გფრ-ის, იტალიის, ლუქსემბურგისა და ნიდერლანდის მთავრობების მიერ ხელმოწერილი რომის ხელშეკრულების საფუძველზე. ითვალისწინებდა საბაჟო კავშირის შექმნას, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, საერთო სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას. 1973 წელს დაემატა დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი, 1982 წელს - საბერძნეთი, ხოლო 1986 წელს - პორტუგალია და ესპანეთი. 1967 წელს საერთო ბაზარი შეერწყა ნახშირისა და ფოლადის ევროპულ გაერთიანებებს (EAEC) და ატომური ენერგიის სფეროში ევროპული გაერთიანების (EAEC) სტრუქტურებს, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული გაერთიანება, ხოლო 1993 წლის ბოლოს ევროგაერთიანებამ მიიღო ევროკავშირის სახელწოდება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები