სავალდებულო რეზერვების ნორმა (სრნ)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სავალდებულო რეზერვების ნორმა (სრნ) - (norm of obligatory reserves), ფულადი თანხა, რომლის სესხად გაცემის უფლებაც კომერციულ ბანკებს არა აქვთ და რომელიც თავიანთ ანგარიშზე უნდა იქონიონ ცენტრალურ ბანკში. ინფლაციურ სიტუაციაში, როდესაც აუცილებელია მიმოქცევაში ფულადი მასის ზრდის შენელება, ცენტრალური ბანკი ამაღლებს სრნ-ს; როდესაც აუცილებელია მიმოქცევაში ფულის რაოდენობის გაზრდა, ცენტრალური ბანკი დაბლა სწევს სრნ-ს და ამის საფუძველზე შესაძლებლობას აძლევს კომერციულ ბანკებს, თავიანთი სახსრების დროებით „გაყინული” ნაწილი კრედიტად აქციონ.