სავალუტო სისტემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სავალუტო სისტემა- (exchange system) - ვალუტის ფლობასა და განკარგვასთან დაკავშირებული ეკონომიკური ურთიერთობების ორგანიზაციული ფორმა, რომელიც მოიცავს ფულად-საკრედიტო მიმოქცევას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროს. იგი აყალიბებს იმ მარეგულირებელ გარემოს რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ახორციელებს სავალუტო პოლიტიკას. სავალუტო ურთიერთობის სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვალუტის კურსის განსაზღვრის რეჟიმი, მისი კორექტირებისა თუ ცვლილების წესი, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანოების საქმიანობის გათვალისწინება სავალუტო რეგულირების სფეროში და სხვ. საერთაშორისო ანგარიშსწორების სფეროში ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანია ოქროს სტანდარტის, ბრეტონ-ვუდსისა და თანამედროვე (იამაიკის) სავალუტო სისტემები.