საზღვაო ბლოკადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საზღვაო ბლოკადა (საერთაშორისო-სამართლებრივი რეგულირება) – ბლოკირებული სახელმწიფოს პორტების, მთელი სანაპიროს ან მისი რომელიმე ნაწილის იზოლაცია ზღვის მეშვეობით მისი საგარეო კავშირების აღკვეთის და ბლოკირებული რაიონის ფარგლებს გარეთ ფლოტის გასვლის შეუძლებლობის მიზნით.

საზღვაო ბლოკადის წესები მოცემულია ლონდონის დეკლარაციაში 1909 საზღვაო ომის სამართლის შესახებ), რომელიც ომის კანონებისა და ჩვეულებების სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტად ითვლება. დეკლარაციის თანახმად, საზღვაო ბლოკადა გამოიყენება მხოლოდ მოწინააღმდეგის პორტებისა და სანაპიროს მიმართ და არ უნდა დააბრკოლოს მოძრაობა ნეიტრალური პორტებისაკენ. საზღვაო ბლოკადა შესასრულებლად სავალდებულოა, თუ ამის შესახებ გამოცხადებულია სათანადო წესით (მითითებულია დაწყების დრო, გეოგრაფიული საზღვრები. ბლოკირებული პორტებიდან ნეიტრალური გემების გასვლის ვადები და ა.შ). საზღვაო ბლოკადის განზრახ დარღვევა იწვევს გემისა და მისი ტვირთის კონფისკაციას. ნებისმიერი ბლოკადის და, მათ, შორის, საზღვაო ბლოკადის კანონიერების კრიტერიუმებია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, გაეროს წესდების 42-ე და 51-ე მუხლების თანახმად. საზღვაო ბლოკადა მართლზომიერია მხოლოდ ორ შემთხვევაში: გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების აღდგენის ან დაცვის და სახელმწიფოთა მიერ ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების დროს. ყველა სხვა შემთხვევაში ბლოკადა არამართლზომიერია და განიხილება როგორც აგრესიის აქტი.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები