საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა – იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომელთა მიზანია აეროდრომების მომზადება და ექსპლუატაციისათვის მუდმივი მზადყოფნა მშვიდობიანობის და ომიანობის დროს. ასევე ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის, სიცოცხლისუნარიანობის და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობა. საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა მოიცავს:
- აეროდრომების მშენებლობას, აღდგენას, რეკონსტრუქციას;
- მათი მისასვლელი გზების მომზადება–შენახვას და აეროდრომების შენახვას მუდმივი საექსპლუატაციო მზადყოფნის მდგომარეობაში;
- საავიაციო ნაწილების სიცოცხლისუნარიანობის ამაღლების და შენიღბვის საინჟინრო ღონისძიებების გატარებას.
საინჟინრო-სააეროდრომო უზრუნველყოფა ახორციელებენ საინჟინრო–სააეროდრომო ნაწილები და ქვედანაყოფები სხვა სამსახურებთან ურთიერთქმედებით.