საიქს-პიკოს შეთანხმება 1916

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საიქს-პიკოს შეთანხმება 1916 (ოსმალეთის იმპერიის აზიური ნაწილის გაყოფის თაობაზე) – შეთანხმება მოამზადეს ინგლისელმა დიპლომატმა მ. საიქსმა და ფრანგმა დიპლომატმა ე. ჟორჟ პიკომ. ის გაფორმდა ნოტების გაცვლით საფრანგეთსა და რუსეთს შორის 13(26).IV და საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის – 16.V. მოგვიანებით, 16(19).XI. მას შეუერთდა იტალიაც.

საიქს-პიკოს შეთანხმება ათვალისწინებდა 5 ზონის შექმნას: „ცისფერი“, რომელიც მოიცავდა დასავლეთ სირიას, ლიბანს, კილიკიას და ანატოლიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილს, გადადიოდა საფრანგეთის უშუალო მფლობელობაში; „წითელი“, რომელიც მოიცავდა სამხრეთ და ცენტრალურ ერაყს და პალესტინის პორტებს საიფასა და აქას. გადაეცემოდა დიდ ბრიტანეთს; „ყავისფერ ზონაში“, რომელშიც შედიოდა პალესტინის დასავლეთი ნაწილი, მყარდებოდა საერთაშორისო მმართველობა რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით. აღმოსავლეთი სირია და მოსულის ვილაიეთი (ზონა „A“) შედიოდნენ საფრანგეთის, ხოლო ბაღდადის ვილაიეთის ჩრდილოეთი ნაწილი და ტრანსიორდანია (ზონა „B“) – დიდი ბრიტანეთის გავლენის სფეროებში. ამ ზონებში დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ჰქონდათ უპირატესი უფლება ევაჭრათ, აეშენებინათ რკინიგზები, შეეტანათ იარაღი, დაენიშნათ თავიანთი მრჩევლები და სხვა.

საიქს-პიკოს შეთანხმებასთან შეერთებისათვის ანტანტის ქვეყნებმა აღუთქვეს რუსეთს, რომელსაც არ ჰქონდა პრეტენზია არაბულ ქვეყნებზე, ოსმალეთის სომხური ვილაიეთები და ჩრდილოეთი ქურთისტანი. დაადასტურეს მისი უფლებები კონსტანტინოპოლზე და პალესტინაში მართლმადიდებელ ქრისტიანთა უფლებების დასაცავად, ის ტერიტორიები, რომლებიც გადაეცემოდა რუსეთს, შექმნიდა „ყვითელ ზონას“.

გერმანიის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შემდეგ, 20.IV.1917 ანტანტის ქვეყნებმა იტალიასთან დადეს სენ-ჟან-დე-მორენის შეთანხმება, რომლის შედეგადაც გაჩნდა „მწვანე ზონა“ (სამხრეთ-დასავლეთი ანატოლია) და ზონა „C“ (დასავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ნაწილი), რომლებიც განეკუთვნებოდნენ იტალიას. 1917 წლის ნოემბერში საბჭოთა მთავრობამ გამოაქვეყნა შეთანხმების ტექსტი და გააუქმა ის. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების (1918) შემდეგ ძალთა თანაფარდობა ანტანტის ქვეყნებში შეიცვალა.



იხილე აგრეთვე

სან-რემოს კონფერენცია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები