საკონსტრუქციო რესორ-ზამბარის ფოლადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საკონსტრუქციო რესორ-ზამბარის ფოლადი – ლეგირებული ფოლადის სახეობა. გამოიყენება რესორებისა და ზამბარების დასამზადებლად. იწარმოება მავთულისა და ზოლოვანი ლენტის სახით, რომელთაც ამტკიცებენ მარტენსიტში ცივი პლასტიკური დეფორმაციითა და გამოწრთობით. ასეთ ფოლადებს წაეყენებათ მოთხოვნები – მცირე პლასტიკური დეფორმაციისადმი (დრეკადობის ზღვარი) მაღალი წინაღობა და რელაქსაციისადმი მედეგობა (წინაღობა რელაქსაციური ძაბვებისადმი). ეს მახასიათებლები უზრუნველყოფს ზამბარის ზუსტ და საიმედო მუშაობას და მუდმივობას დროში ისეთი საექსპლუატაციო თვისებებისა, როგორიცაა მგრეხი მომენტი და ძალოვანი პარამეტრები.