სალონიკის შეთანხმება 1938
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სალონიკის შეთანხმება 1938 – (ბულგარეთსა და ბალკანეთის ანტანტას შორის), ხელმოწერილ იქნა 31.VII, ბულგარეთის მხრიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრის კიო-სეიფანოვისა და ბალკანეთის ანტანტის მხრიდან საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეტაქსასის მიერ. ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, არ გამოეყენებინათ ძალა ურთიერთსაწინააღმდეგოდ. ამ შეთანხმებით უქმდებოდა ნეის საზავო ხელშეკრულების (1919) მუხლები, რომლებიც ზღუდავდა ბულგარეთის შეიარაღებას. ამ შეთანხმებამ გააუქმა III კონვენცია, რომელიც ხელმოწერილ იქნა ლოზანაში 1923 და ითვალისწინებდა თრაკიის საზღვრის დემილიტარიზაციას.