სამკუთხედი შემოხაზული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამკუთხედი შემოხაზული – სამკუთხედი, რომლის სამივე გვერდი ეხება ამ სამკუთხედის შიგნით მდებარე ერთსა და იმავე წრეწირს. სამკუთძხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს სამკუთხედის ბისექტრისების გადაკვეთის წერტილში.
სამკუთხედის α კუთხის ბისექტრისა მოპირდაპირე გვერდს ყოფს m და n მონაკვეთებად, რომლებიც კუთხის შემადგენელი გვერდების პროპორციულია:
სამკუთხედის წვეროებისა და მოპირდაპირე გვერდების წრეწირთან შეხების წერტილების შემაერთებელი წრფეები იკვეთებიან ერთ წერტილში; ამ წერტილს ჟერგონის წერტილი ეწოდება.