სამონტაჟო ხმოვანი მაგიდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამონტაჟო ხმოვანი მაგიდა – სპეციალური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია კინოფილმის მონტაჟის ჩასატარებლად. სამონტაჟო მაგიდები ელექტრომექანიკური დანადგარებია, რომლუბიც აღჭურვილია ოპტიკურ-საპროექციო და ხმის გამომცემი სისტემებით. სამონტაჟო ხმოვან მაგიდაზე ფირის მოძრაობისას (ორივე მიმართულებით, სტანდარტული და ცვალებადი სიჩქარით) შესაძლებელია გამოსახულების გასინჯვა სამონტაჟო მაგიდის ეკრანზე კინოპროექციის რეჟიმში ხმის თანხლებით (იქნება ოპტიკური თუ მაგნიტური ფონოგრამა); შესაძლებელია აგრეთვე კადრის გაჩერება და ყოველგვარი სამონტაჟო პროცესების შესრულება. სამონტაჟო ხმოვან მაგიდაზე შესაძლებელია გამოსახულების და ფონოგრამის სინქრონიზაცია.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები