ფონოგრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფონოგრამა – (ბერძ. phōnē ბგერა და gramma ჩანაწერი), ფირი ან ფირფიტა, რომელზეც ხდება ბგერათა ჩაწერა შემდგომი აღდგენისათვის. ხმოვან კინოში ფონოგრამა იწერება ბგერათაგადამღებ ფირზე – მაგნიტურ ფირზე ან კინოფირზე. განასხვავებენ მაგნიტურ და ოპტიკურ ფონოგრამებს.