სამრეწველო ნაგებობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამრეწველო ნაგებობა – გარკვეული ფუნქციის მატარებელი ნაგებობა, რომელიც ზიდავს მუდმივ, დროებით, ტექნოლოგიურ და საკომუნიკაციო დატვირთვებს. არსებობს მისი სახეები: კომუნიკაციური (გვირაბი, არხი, მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, საყრდენი, საკვამლე მილი, საყრდენი კედელი და სხვ.), სატრანსპორტო (ესტაკადა, გზაგამტარი, ხიდი, გალერეა და სხვ.), აირის, სითხის, ფხვიერი მასალის შესანახი (რეზერვუარი, სილოსი, ბუნკერი, გაზჰოლდერი, ნავთობსაცავი, აუზი და სხვ.), ვენტილაციისა და კანალიზაციის სისტემები (შხეფ-საცივარი, საშხეფი აუზი, სალექარი, წყალასაღები, წყალსაწნეო კოშკი, კანალიზაციის ქსელი, საწმენდი მოწყობილობა და სხვ.) და ტექნოლოგიურო დანადგარების საყრდენები საძირკველი, კვარცხლბეკი, თარო, ჩასაშვები ჭა და სხვა).