სამუშაო ადგილის ორგანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამუშაო ადგილის ორგანიზაცია – სამუშაო ადგილის ორგანიზაციაში იგულისხმება ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე მაღალმწარმოებლურ შრომასა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვების აუცილებელი პირობების შექმნას, მოწყობილობის საუკეთესოდ გამოყენებას, შრომის შინაარსიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას, მომუშავეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სხვა.