სამშენებლო ქაფ-ცემენტი მაკროფლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამშენებლო ქაფ-ცემენტი მაკროფლექსიშემკვრელი მზა მასალა პოლიურეთანის საფუძველზე. გამოიყენება საშენი მასალების, დეტალების, ელემენტების შესაერთებლად, ბლოკების წყობის აღსადგენად, კარის, ფანჯრის ბლოკების, რაფების დასამონტაჟებლად. კარგ ჰერმეტიზაციას უკეთებს პირაპირებს, აუმჯობესებს კონსტრუქციების თბო და ბგერაიზოლაციას. სამუშაოთა წარმოების ტემპერატურული დიაპაზონი: –5°C-დან +35°C-მდე. სიმკვრივე – 20 კგ/მ3; შეკვრის ხანგრძლივობა – 5-9 წთ; სრული გამყარების დრო – 30 წთ; შეკლება – 5%; წყალშთანთქმა – 1% 24 საათში, 10% – 28 დღეში; ბგერაშთანთქმადობა – 60 დეციბელი; სრული გამყარების შემდეგ მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი – -40-დან +90°C-მდე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები