სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი – მუზეუმი ქ. ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე. დაარსდა 1923 წელს როგორც სამაზრო მუზეუმი, რომელიც 1937 წელს მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა, 1972 წელს კი მას ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
მუზეუმში დაცულია ძველი ხელნაწერები და ნაბეჭდი წიგნები, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, ეპიგრაფიკული, ეთნოლოგიური და ფოტოდოკუმენტური მასალები. განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ლაპიდარულ ნიმუშებსა და ხალიჩა-ფარდაგებს. ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის გაყვანასთან დაკავშირებით, 2009 წელს მუზეუმს შეემატა ახლადაღმოჩენილი ექსპონატები. მუზეუმში სულ დაცულია 25 ათასზე მეტი ექპონატი.