სამხედრო სამაროვნები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სამხედრო სამაროვნები – სამშობლოს დაცვისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვის ადგილები. სამხედრო სამაროვნებს განეკუთვნება სამხედრო სასაფლაოები, ცალკეული მეომრების დაკრძალვის უბნები საერთო სასაფლაოებზე, ინდივიდუალური და ძმათა საფლავები. ასევე კოლუმბარიუმები და ურნები დაღუპულთა ფერფლით, ზღვების და ოკეანეების აკვატორიაში დაკრძალვის, საბრძოლო ხომალდების, საზღვაო, სამდინარო და საჰაერო ხომალდების ეკიპაჟიანად დაღუპვის ადგილები. ამ სამაროვნებს პატრონობენ ჟენევის 1949 წლის კონვენციის დებულებების, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.