სანგაკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სანგაკუ – იაპონური ხალხური წარმოდგენის სახეობა. გავრცელდა მე-8 საუკუნეში. შედგებოდა აკრობატული და მუსიკალური ნომრებისაგან; მასში მონაწილეობდნენ მეთოჯინეები, ჟონგლიორები, ილუზიონისტები. აქვე ასრულებდნენ პატარა კომიკურ სცენებს, მოთხრობებს, ცეკვებს.
სანგაკუ ხალხში ძალზედ პოპულარული იყო და დიდად შეუწყო ხელი იაპონური თეატრალური ხელოვნების განვითარებას. მე-11 საუკუნეში ამ წარმოდგენებმა რამდენადმე სახე იცვალა და მიიღო ახალი სახელწოდება – სარუგაკუ.