სარუგაკუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სარუგაკუ – იაპონური სალხური წარმოდგენა. აღმოცენდა მე-10-11 საუკუნეებში სანგაკუს წარმოდგენებიდან. მე-12 საუკუნის ბოლოს შიქმნა სარუგაკუს პროფესიული ჯგუფები, რომლებიც გამოდიოდნენ ტაძრის ტერიტორიაზე ბუდისტური და შინტოისტური დღესასწაულების დროს. შეძლებულ მონასტრებს და ტაძრებს ჰყავდა სარუგაკუს საკუთარი დასები, რომლებიც სხვა საამქროების მსგავსად, იწოდებოდნენ „ძა“-დ. ამ დასებში მსახიობთა სპეციალიზაციამ ხელი შეუწყო იაპონური ტრადიციული თეატრის ცალკეული სახეობების განვითარებას. კომიკური სცენებიდან თანდათან ჩამოყალიბდა კიოოგენ, ხოლო მუსიკალურ-საცეკვაო ნომრებიდან მე-13 საუკუნეში წარმოიშვა მუსიკალური წარმოდგენის განსაკუთრებული სახეობა, საიდანაც შემდგომში ჩამოყალიბდა თეატრი ნოო.